,,უკრაინა არ არის თქვენი ქვეყანა, მისი მარცვლეული არ არის თქვენი მარცვლეული”- ენტონი ბლინკენი ლავროვს

,,Reuters-ის” ინფორმაციით, “დიდი ოცეულის” დახურულ შეხვედრაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, რუსეთის სააგრეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მიმართა. სააგენტოს ცნობით, ბლინკენმა ლავროვს უკრაინული პორტების განბლოკვისკენ მოუწოდა.

,,ჩვენს რუს კოლეგებს: უკრაინა არ არის თქვენი ქვეყანა. მისი მარცვლეული არ არის თქვენი მარცვლეული. რატომ ბლოკავთ პორტებს? მარცვლეული უნდა გაუშვათ,”- განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მსგავსი თემები