,,ვცდილობთ, ვიპოვოთ საწვავის ისეთი წყარო, რომელიც უფრო იაფი იქნება, არ ვიცი იქნება თუ არა ეს რუსეთი”- სოსო ფხაკაძე

,,ძალიან გვინდა, რომ საწვავის ფასი ნაკლები იყოს, უფრო მეტი გაიყიდება. ჩვენ ვცდილობთ დღემდე, რომ ვიპოვოთ საწვავის ისეთი წყარო, რომელიც უფრო იაფი იქნება. ვნახოთ, არ ვიცი იქნება თუ არა ეს რუსეთი”,- ამის შესახებ კომპანია “ვისოლის” პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განაცხადა.

ფხაკაძის თქმით, თუ საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასის კლება დაიწყება, ეს  საქართველოს ბაზარზეც აისახება. მისივე განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომმა  მნიშვნელოვნად  გაზარდა ნავთობის ფასი და უცნობია, თუ როდის შემცირდება საწვავის ფასი.

„ჩვენ ყოველთვის მივყვებით საერთაშორისო ფასს, გაიაფდება საწვავი? – ეს აისახება ავტოგასამართ სადგურებზე. სამწუხაროდ, იმასთან შედარებით, რა ფასიც იყო რუსეთ-უკრაინის ომამდე, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი პლატცები, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ნავთობის ფასი და ამან ძალიან ნეგატიური გავლენა მოახდინა როგორც კომპანიებზე, ასევე მოსახლეობაზე. ჩვენ ორნახევარჯერ მეტი საბრუნავი სახსრები გვჭირდება, ვიდრე ომამდე გვჭირდებოდა და აქ საუბარია მილიონებზე. ომის დასრულებამდე რამდენად შეიძლება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდეს ამ ბაზარზე, არ ვიცი. თუ ერთი, ორი კვირა ნარჩუნდება დაბალი ფასები საერთაშორისო ბაზარზე, ამას აუცილებლად აქვს ადეკვატური ასახვა ჩვენ ქსელში”,- განაცხადა ფხაკაძემ.

მსგავსი თემები