,,არ შეეცადოთ რუსეთის განადგურებას, რუსეთის განადგურება შეუძლებელია”- მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის გადადგომას ეხმიანება. ზახაროვას თმით, ჯონსონი თანამებრძოლებმა მიატოვეს და ჩაძირული გემიდან ,,გაიქცა”.

,,ჯონსონი გაიქცა ჩაძირული გემიდან და ფსონი დადო საკუთარ კარიერაზე. ამ ამბიდან გაკვეთილი შემდეგია, არ შეეცადოთ რუსეთის განადგურებას. რუსეთის განადგურება შეუძლებელია. შესაძლოა კბილები მოიტეხოთ და შემდეგ ამით დაიხრჩოთ… ბორის ჯონსონს თავისივე გაშვებული ბუმერანგი მოხვდა, ის მისმა თანამებრძოლებმა ის მიატოვეს”, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა  მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა, თუმცა  პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ახალი ლიდერის არჩევამდე შეასრულებს.

 

მსგავსი თემები