,,რაც მეტი იქნება თავდაცვითი დახმარება, მით სწრაფად დასრულდება ომი ჩვენი გამარჯვებით”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორის ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ოკუპანტი ქვეყანა აგრძელებს უკრაინული ქალაქების დაბომბვას. ზელენსკის თქმით, რაც მეტ  თავდაცვით დახმარებას მიიღებს უკრაინა, მით სწრაფად დასრულდება ომი მათი გამარჯვებით.

,,რუსეთის არმიამ კვლავ დაარტყა კრამატორსკს, ისევ რაკეტებით. ოკუპანტებმა დაბომბეს ხარკოვისა და დონბასის ქალაქები. თითოეულ მიმართულებაზე ჩვენს პარტნიორებს აქვთ ზუსტი ინფორმაცია ჩვენს თავდაცვით საჭიროებებზე. ეს ეხება საჰაერო თავდაცვას, თანამედროვე რეაქტიულ არტილერიას. რაც მეტი იქნება უკრაინის თავდაცვითი დახმარება, მით სწრაფად დასრულდება ომი ჩვენი გამარჯვებით და ნაკლები იქნება მსოფლიოს ყველა ქვეყნის ზარალი,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები