,,ჩვენ მზად ვართ, შესაბამისი წვლილი შევიტანოთ სურსათის მსოფლიო ბაზრის სტაბილიზაციაში“- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ უკრაინას ვერ ექნება ილუზიები, რომ რუსეთი თავს შეიკავებს უკრაინული ექსპორტის ჩაშლის მცდელობებისგან.

მისივე თქმით, უკრაინა მზად არის , შესაბამისი წვლილი შეიტანოს სურსათის მსოფლიო ბაზრის სტაბილიზაციაში.

„პირველი ხომალდი 26 ათასი ტონა სიმინდით გავიდა ოდესის ნავსადგურიდან. ამ მომენტისთვის არ არის დრო, გავაკეთოთ რამე დასკვნები და პროგნოზები. თუმცა პორტი ამუშავდა, საექსპორტო მოძრაობა დაიწყო და ამას შეიძლება, ვუწოდოთ პირველი დადებითი სიგნალი იმისა, რომ არსებობს მსოფლიოში სასურსათო კრიზისის შეჩერების შანსი. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ინიციატივის პარამეტრების შესრულებაზე, ეს კი პარტნიორების პასუხისმგებლობაა, უპირველეს ყოვლისა გაერო-სა და თურქეთის. ჩვენ ვერ გვექნება ილუზიები, რომ რუსეთი თავს შეიკავებს უკრაინული ექსპორტის ჩაშლის მცდელობებისგან. რუსეთი თანმიმდევრულად ახდენდა უკრაინული სურსათის ტრადიციულ იმპორტიორ აფრიკულ და აზიურ ქვეყნებში შიმშილის პროვოცირებას. ახლა კი, ევროპაში მიმდინარე წელს განსაკუთრებული სიცხის პირობებში, ფასების კრიზისის და გარკვეული სასურსათო დეფიციტის საფრთხე არსებობს ევროპის ქვეყნების ნაწილისთვისაც. ასე რომ, ვნახოთ, როგორ იმუშავებს შეთანხმებები და იქნება თუ არა ნამდვილად უსაფრთხოება. გამგზავრების რიგს უკვე ელოდება 16 ხომალდი და ჩვენ მზად ვართ, შესაბამისი წვლილი შევიტანოთ სურსათის მსოფლიო ბაზრის სტაბილიზაციაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები