,,დონბასისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი წერტილი სლავიანსკი იქნება”- დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, დონბასისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი წერტილი სლავიანსკი იქნება. უწყების ცნობით, რუსული ძალები ახლა  ქალაქ სლავიანსკიდან 16 კილომეტრის მოშორებით იმყოფებიან.

„ქალაქის ცენტრალური და სამხრეთ ძალების დარტყმის საფრთხეს ქვეშაა, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ სლავიანსკისთვის ბრძოლა დონბასისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი იქნება“, – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა ძალების დიდი ნაწილი იზიუმის მიმართულებით გადაისროლა და სლავიანსკზე შეტევას აგრძელებს.

მსგავსი თემები