,,ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არის ახალი წინადადებები საქართველოს მხრიდან”- ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ქართულმა ოცნების“ მიერ წარდგენილი, ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალურ გეგმას აფასებს. მისი თქმით, გეგმის შემუშავება წინგადადგმული ნაბიჯია და ახლა მისი იმპლემენტაცია იქნება მთავარი.

“ჯერ კარგად არ გავცნობივარ გეგმას, მაგრამ მივესალმები პროცესს, რომ არის ინიციატივები მაგიდაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მართლაც მისასალმებელია. მინდა საფუძვლიანადა გავეცნო და შევაფასო. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ წინგადადგმული ნაბიჯია და დიდი იმედი მაქვს ხელს შეუწყობს პირობების დაკმაყოფილებას და დიდი იმედი მაქვს იმ სულისკვეთებითაა, რასაც ითხოვს ევროკავშირი, ევროპარლამენტი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გეგმის არამარტო გამოცხადება, არამედ იმპლემენტაცია იქნება მთავარი. ზოგადად, დიახ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არის ახალი წინადადებები საქართველოს მხრიდან და გავეცნობი დღეს მათ დეტალურად. მმართველ პარტიას, ხელისუფლებას ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა ქმედებების უმრავლესობაზე, ახალი წინადადებებია წაკითხვის გარეშეც შემიძლია ვთქვა, რომ ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს,”- ვიოლა ფონ კრამონმა.

მსგავსი თემები