„ბართლომეოს“ წიგნების პრეზენტაცია გარდაცვალების შემდეგ

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ტრაგიკულად დაღუპული პოლკოვნიკისა და პოეტის – პაატა მახარაძის (ბართოლომეო) შემოქმედებითი საღამო გაიმართება, სადაც წარდგენილი იქნება პოეტის ორი წიგნი “გარიგება სიკვდილთან” და “ხილვა”.

მონაწილეობას მიიღებენ: პაატა მახარაძის და – ცნობილი მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე და ცნობილი კომპოზიტორი უვე ბერკემერი, პიანისტი ლიკა რამიშვილი და მგალობელ ქალთა ტრიო. პაატა მახარაძე ავტოავარიაში დაიღუპა. როგორც ბელა მახარაძე აცხადებს, მის ძმას ბავშვობიდანვე ჰქონდა ხილვები და ათეული წლების წინ სწორად ასეთი ხილვის დროს ბერად აღიკვეცა.

პაატა მახარაძის ლექსები ბელა მახარაძემ სწორედ მისი გარდაცვალების შემდეგ გაასაჯაროვა და უფრო მეტიც წიგნების სახეც მისცა. ლექსების დიდი ნაწილი სწორედ ხილვებზეა, ღმერთზეა, თითქოს წინასწარ იცოდა, თითქოს წინასწარ ხვდებოდა და ხედავდა ყველაფერს.

პაატა მახარაძე 1971 წლის 13 თებერვალს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში დაიბადა. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯერ პოლიციის პოლკოვნიკი გახდა, შემდეგ საექსპერტო კრიმინალური დეპარტამენტის განყოფილების უფროსი. მოსწონდა და ეცნობოდა ეზოთერიკის სფეროს, იყო რელიგიური, მისი ხელწერა გამორჩეულია, როგორც უფლის მადიდებლისა და მარადიულობაზე მოტრფიალე პოეტის.

ზაფხულში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პოეტის, პაატა მახარაძის (ბართოლომეოს) პოეზიის საღამოების ჩატარება იგეგმება.

დღეს სწორედ ორი ახალ გამოცემის – ,,გარიგება სიკვდილთან’’ და ,,ხილვა’’ წარდგენა მოხდება. ღონისძიება 17:00 საათზე დაწყება.

მსგავსი თემები