საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

გუშინ, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე, სადაც მიწვეულ სტუმრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, საელჩო განცხადებას ავრცელებს.

„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას“,- აღნიშნულია საელჩოს ფეისბუქპოსტში.

შეგახსენებთ, რომ ფიზიკური დაპირისპირება „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთელსა და „ოცნების“ დეპუტატებს შორის მოხდა. წერეთელი აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი კი საპირისპიროს აცხადებს. ორივე მხარე ვიდეოკადრების გასაჯაროებას ითხოვს.

ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე დეპუტატები მედია მფლობელს გაუსწორდნენ?!

მსგავსი თემები