,,რუსეთის არმია არ ესხმის თავს არცერთ სამოქალაქო ობიექტს”- ვლადიმერ პუტინი

,,რუსეთის არმია არ ესხმის თავს არცერთ სამოქალაქო ობიექტს”- ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა, აშხაბადში “კასპიის ხუთეულის” ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან  კრემენჩუკის  სავაჭრო ცენტრზე თავდასხმაში, რუსეთის ბრალეულობა უარყო.

,,რუსეთის არმია არ ესხმის თავს არცერთ სამოქალაქო ობიექტს. ჩვენ ამის საჭიროება არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ აღმოვაჩინოთ კონკრეტული ადგილები და ჩვენი მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის წყალობით ვაღწევთ ჩვენს მიზნებს”, – აღნიშნა პუტინმა.

შეგახსნებთ, ორი სარაკეტო დარტყმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის ძალებმა 27 ივნისს მიიტანეს. შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა,  59 პირი კი დაშავდა.

მსგავსი თემები