„წლების განმავლობაში, ნატო ძალიან გულუბრყვილო იყო რუსეთთან მიმართებაში”- პედრო სანჩესი

,,რუსეთს განსაზღვრავთ, როგორც სტრატეგიულ საფრთხეს ჩვენი მოკავშირეებისთვის, და განვსაზღვრავთ საშუალებებს, ინსტრუმენტებს რომლის გამოყენებასაც ვაპირებთ, ვუპასუხოთ ამ გლობალურ საფრთხეს“,- ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ნატო აპირებს მხარი დაუჭიროს უკრაინას, ვიდრე რუსეთის ჯარი დატოვებს ქვეყანას და პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„წლების განმავლობაში, ნატო ძალიან გულუბრყვილო იყო რუსეთთან მიმართებაში. ნატო მკაფიო გზავნილს უგზავნის პუტინს, რაც არის ის, რომ ჩვენ ვაპირებთ უკრაინის მხარდაჭერას. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, ვიდრე რუსეთის ჯარი დატოვებს ქვეყანას და პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ვფიქრობ, მნიშნველოვანია გავაგზავნოთ ერთიანობისა და საერთაშორისო საზოგადოების სიმტკიცის ეს მესიჯი, განსაკუთრებით ნატო-ს მოკავშირეებისა და რა თქმა უნდა, დიდი შვიდეულის (ერთიანობის), რათა შესაძლებელი გახდეს დავუბრუნდეთ სცენარს, სადაც სხვადასხვა ქვეყნები – განსაკუთრებით კი, რუსეთი ამ შემთხვევაში – პატივს სცემს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რომელსაც ძირი გამოეთხარა უკრაინაში ამ საშინელი ომის გამო“,- განაცხადა სანჩესმა.

მსგავსი თემები