უკრაინამ ოლიგარქების რეესტრის შესახებ დადგენილება აამოქმედა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აამოქმედა დადგენილება ოლიგარქების რეესტრის შესახებ, რომელიც მანამდე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დაამტკიცა.

„ამოქმედდეს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება „საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირთა (ოლიგარქების) რეესტრის შესახებ რეგულაციების დამტკიცების შესახებ. მისი ფორმირებისა და შენარჩუნების პროცედურა”,- წერია დადგენილებაში.

სახელმწიფო საიდუმლოებისა და ოფიციალური ინფორმაციის შემცველი ინფორმაცია არ არის შეტანილი რეესტრში, ხოლო რეესტრში შეტანილი ინფორმაცია ოლიგარქების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური.

რეესტრი შეიძლება შეიქმნას და ამოქმედდეს ეტაპობრივად, კერძოდ, მოდულურად, ამოცანების პრიორიტეტისა და რესურსების ხელმისაწვდომობის შესაბამისად.

მსგავსი თემები