„გვჭირდება უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები და გვექნება კიდეც“ – რას ითხოვს პრეზიდენტი ზელენსკი?!

ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი უსაფრთხოების მყარ გარანტიებსა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს ითხოვს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, უკრაინის გამო ალიანსი სტრატეგიას ცვლის.

„ალიანსი ცვლის სტრატეგიას რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის ომის საპასუხოდ. ცხადია, რომ ევროპის უსაფრთხოების გარანტია ასეთ პირობებში ჩვენი სახელმწიფოს გარეშე შეუძლებელია. გვჭირდება უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები და  ჩვენ გვექნება ისინი.  მე მოვუწოდე ნატო-ს წევრებს, მოძებნონ გადაწყვეტილებების ფორმატი, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ჩვენს საერთო ევროპულ უსაფრთხოების არქიტექტურაში“, – ასეთია პრეზიდენტის გზავნილი.

მსგავსი თემები