გათავისუფლებული „აზოვსტალელების“ უმეტესობას კიდურები არ აქვს

აზოვსტალელი მებრძოლები“ რომლებიც უკრაინამ ქვეყანაში დააბრუნა, უმძიმეს ვითარებაში არიან. დაბრუნებულთა უმეტესობას კიდურები არ აქვს, ზოგს არ ესმის და ზოგს სხვა სახის სამედიცინო პრობლემა აქვს.

როგორც 36-ე ბრიგადის მეთაურის, ტყვეობაში მყოფი „აზოვსტალის“ დამცველის, სერგეი ვოლინას და – ტატიანა ხარკო აცხადებს, მებრძოლების 99%-ი კიდურების გარეშე დაბრუნდნენ.

„თითქმის უმეტესობა,  99% ხელების, ფეხების გარეშეა. ზოგს არ ესმის, ზოგი ვერ ხედავს, ვერ ლაპარაკობს. უმძიმეს მდგომარეობაში არიან, სასწრაფო სამედიცინო ჩარევა და შველა სჭირდებათ“ – აცხადებს ვოლინას და. რაც შეეხება თავად ვოლინას, ის ისევ რუსეთის ტყეობაში რჩება.

ინფორმაციისთვის, გუშინ რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა მოხდა. გათავისუფლებულებიდან 95 „აზოვსტალელი მებრძოლია“.

 

მსგავსი თემები