„ყველაფერი კეთდება ტყვეობაში მყოფი უკრაინელების დასაბრუნებლად“ – პრეზიდენტი ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, გაზარდონ ზეწოლა ტერორისტულ სახელმწიფოზე. პრეზიდენტმა რუსეთის  ტყვეობიდან გათავისუფლებულ 144 ადამიანზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით კი „აზოვსტალელი მებრძოლების“.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ამ ეტაპისთვის 95 „აზოვსტალელი მებრძოლის“ დახსნა მოხერხდა, თუმცა, ყველაფერი კეთდება, ტყვეობაში მყოფი უკრაინელების ქვეყანაში დასაბრუნებლად.

„ერთი კვირის წინ, ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. დღეს კი კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა გაწევრიანების გზაზე. ძალიან პრაქტიკული ნაბიჯი“, – აცხადებს ზელენსკი  სატრანსპორტო გადაზიდვების სფეროში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე.

უკრაინამ „აზოვსტალელი მებრძოლები“ დაიბრუნა

მსგავსი თემები