,,მსურს, გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა უკრაინის მიმართ ამ მორიგი სასტიკი თავდასხმის გამო”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას  სოციალურ ქსელ „ტვიტერში“  ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას ამ მორიგი სასტიკი თავდასხმის გამო.

„როდესაც ვხედავთ კადრებს კრემენჩუკიდან, მსურს, გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა უკრაინის მიმართ ამ მორიგი სასტიკი თავდასხმის გამო. ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ ვთქვა: თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის გაიმარჯვებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მსგავსი თემები