ტეხასის შტატში სატვირთო მანქანაში სულ მცირე 42 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოში სატვირთო მანქანაში სულ მცირე 42 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები სავარაუდოდ მიგრანტები არიან. გავრცელებული ინფორმაციით 16 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

სატვირთო მანქანა სან ანტონიოს რკინიგზასთან ახლოს აღმოაჩინეს. უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან გარდაცვლილები. პოლიცია მანქანის მძღოლს ეძებს, რომელიც სავარაუდოდ ადგილიდან მიიმალა.

სან ანტონიო, აშშ-მექსიკის საზღვრიდან 250 კილომეტრში მდებარეობს, რომელიც მთავარი სატრანზიტო გზაა ხალხის არალეგალურად გადაადგილებისთვის. ამ გზას ხშირად იყენებენ სატვირთო მანქანებს საბუთების არ მქონე პირების საზღვარზე გადასაყვანად.

 

 

მსგავსი თემები