,,დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივცემთ კანდიდატის სტატუსს უკრაინას და მოლდოვას”- შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ დღეს ევროკავშირი გეოპოლიტიკურ არჩევანს გააკეთებს. მიშელი დარწმუნებულია, რომ კანდიდატის სტატუსს უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ.

„ეს გადამწყვეტი მომენტია ევროკავშირისთვის, გეოპოლიტიკური არჩევანი, რასაც დღეს გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივცემთ კანდიდატის სტატუსს უკრაინას, მოლდოვას და გამოვხატავთ ცხად, ძლიერ ევროპულ პერსპექტივას უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის. დღეს ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრაა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან. მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან არის ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნება პროცესის გამოცოცხლებისთვის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებით, რომ გაიგზავნოს ცხადი შეტყობინება. მოვლენების განვითარებას აქტიურად ვაკვირდებით საფრანგეთის საპრეზიდენტო მანდატთან ერთად, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკება ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადზე საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ.

მსგავსი თემები