,,ჩვენ გვჭირდება სამივე ქვეყნის მიღება, როგორც კანდიდატი ქვეყნების”- რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ ევროპარლამენტმა პირველივე დღიდან განსაზღვრა, სამივე ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საჭიროება.

„ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში ბევრ ქართველს ვესაუბრე. საბჭოს დასკვნის ფორმულირება ხსნის გზას საქართველოსთვის. ეს არის ის, რაც ევროპარლამენტმა განსაზღვრა პირველივე დღიდან, რომ ჩვენ გვჭირდება სამივე ქვეყნის მიღება, როგორც კანდიდატი ქვეყნების. ეს ფორმულირება ასახული იქნება დღევანდელ გადაწყვეტილებებში ევროკავშირის საბჭოში. დღეს ასევე არის ისტორიული და განსაკუთრებული დღე, რადგან გვაქვს ომი ჩვენს კონტინენტზე და იმედი მაქვს, მივცემთ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას“, – განაცხადა მეცოლამ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადზე საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ.

მსგავსი თემები