მცხეთის სალობიეს  ახალი სიმბოლო  აქვს – ლობიოს ხეივანი

  •  

მცხეთაში ერთ-ერთი  ისტორიულ და ყველასთვის საყვარელ ადგილს – სალობიეს ახალი სიმბოლო აქვს. ლობიოს ხეივანი წელს გაშენდა და წელს პირველი ნაყოფიც მოისხა.

როგორც სალობიეს ადმინისტრაციაში გვითხრეს, ფიქრობდნენ, საჭაშნიკეს დასახელებიდან გამომდინარე, რაღაც სიმბოლოს გაკეთებას, თუმცა, რეალურმა, ცოცხალმა და ნატურალურმა ლობიო ხეივნის იდეამ,  60 წელს მიღწეული სალობიეს ახალი ელფერი მისცა.

სალობიეს ახალი სიმბოლო – ქართული ლობიოს ჯიში წელს პირველად აყვავდა, მოსავალიც მოისხა.   

რაც შეეხება სალობიეს დაარსების ისტორიას, შემდეგია: 1967 წელს, როდესაც საქართველოში რუსეთიდან ჩამოსული რუსი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების დელეგაცია ესტუმრა და მაშინდელმა საბჭოთა მთავრობის წევრებმა სტუმრები მცხეთაში გაასეირნეს, ლეგენდაც დაიბადა. სტუმრებს აბრაზე სოფლის დასახელება – კარსანი ამოუკითხავთ და მაშინვე პუშკინი გახსენებიათ. დაინტერესებულან, სად იყო ის ცნობილი წყარო, სადაც პუშკინმა წყურვილი მოიკლა. მასპინძლები არ დაბნეულან და იქვე ტერიტორიაზე მიუთითებიათ, – აქა და აქ იყო ის ცნობილი წყაროო.

ასე გაჩნდა ლეგენდა პუშკინისა და მისი წყაროს შესახებ. საბჭოთა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა, ვასილ მჟავანაძემ რუსი მწერლების გასტუმრების შემდეგ იმ ადგილას, ოჯახური ტიპის კვების ობიექტის ჩადგმის განკარგულება გასცა.

ასევ ვითარდება და ფართოვდება „სალობიე“ დღემდე, რომელიც როგორც ადგილობრივების, ისე ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.  

მსგავსი თემები