,,ნებისმიერი საუბარი კალინინგრადის ბლოკადაზე სიცრუეა”- ინგრიდა სიმონიტე

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის, ინგრიდა სიმონიტე განხადებით,  რუსეთის განცხადება კალინინგრადის სარკინიგზო ბლოკადის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

,,ნებისმიერი საუბარი კალინინგრადის ბლოკადაზე სიცრუეა. ლიეტუვა ემორჩილება ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ მისი აგრესიისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დაწესებულ სანქციებს, რომლებზეც ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა 15 მარტს შეთანხმდა,“- განაცხადა ლიეტუვის პრემიერმა.

ლიეტუვის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ტერიტორიაზე აიკრძალა ევროკავშირის მიერ სანქცირებული პროდუქციის ტრანზიტი. მათ შორის – ქვანახშირის, მეტალების, სამშენებლო მასალის და ახალი ტექნოლოგიების ტრანსპორტირება.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კალინინგრადის ოლქსა და რუსეთის დანარჩენ ტერიტორიას შორის ლიეტუვის გავლით ტვირთის ტრანზიტი სრულად თუ არ აღდგება, რუსეთი ეროვნული ინტერესების დასაცავად იმოქმედებს.

მსგავსი თემები