,,მოვუწოდებთ ევროპელ მეგობრებს, მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას”- აშშ-ის ჰელსინკის კომისია

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს, სამივე კანდიდატ ქვეყანას, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მოსახლეობამ  დიდი მსხვერპლი გაიღო ბოლო ათწლეულების განმავლობაში თავისი ევროპული იდენტობისთვის.

„საქართველოს მოსახლეობამ ასევე დიდი მსხვერპლი გაიღო ბოლო ათწლეულების განმავლობაში თავისი ევროპული იდენტობისთვის, რუსეთის საომარი მოქმედებებისა და მტკივნეული რეფორმების გამოწვევების მიუხედავად. მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ გამოწვევებს, თუ გზა სუფთაა. ჩვენ გვჯერა, რომ მათ ასევე უნდა შესთავაზონ ევროკავშირის წევრობის თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა. ევროპული საბჭოს შეხვედრის წინ ჩვენ მოვუწოდებთ ევროპელ მეგობრებს, მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას. ლიბერალური დემოკრატიისკენ გზა არასდროს არის პერიოდული წარუმატებლობების, გადახვევების გარეშე და ყოველთვის საჭიროებს სიფხიზლეს, ფრთხილ ძალისხმევას და კომპრომისს. ჩვენ გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მისცემს მათი საერთო ევროპული ოცნების ასრულების შანსს“, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

მსგავსი თემები