მომავალ კვირას „დიდი შვიდეული“ იკრიბება, რომელიც უკრაინის საკითხს განიხილავს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ადასტურებ ინფორმაციას, რომ მომავალ კვირას „დიდი შვიდეული“ შეიკრიბება, სადაც განსახილველი ერთ-ერთი საკითხი უკრაინა იქნება. კანცლერი არ გამორიცხავს, რომ „მარშალის გეგმაზეც“ იმსჯელონ.

„უკრაინას დღეს ნამდვილად სჭირდება „მარშალის გეგმა“ აღმშენებლობისთვის, გაძლიერებისთვის. მილიარდობით დოლარი იქნება საჭირო წლების განმავლობაში აღმშენებლობის პროგრამების დასაფინანსებლად. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ ევროპული ქვეყნები, დონორები და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთად იმუშავებენ,“- აცხადებს გერმანიის კანცლერი.

გერმანია „დიდი შვიდეულის“ სამიტს  26 ივნისიდან უმასპინძლებს.

 

მსგავსი თემები