„ბაზაში არის 200 000 შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი ადამიანი“ – პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში, რომლებიც სახელმწიფო დახმარებას იღებენ, 200 000 შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი ადამიანი და მთავრობის სურვილია, ყველას დასაქმდეს მომდევნო წლების განმავლობაში.

„მე უკვე ვისაუბრე დასაქმების პროგრამის მიმდინარეობაზე და ამას ჩვენ უფრო მეტი ტემპით გავაგრძელებთ. ჯამში ბაზაში არის 200 000 შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი ადამიანი და ჩვენ გვინდა, რომ ყველას დასაქმება შევძლოთ მომდევნო წლების განმავლობაში. წელს თუ ავედით 50 000-ზე ძალიან კარგი მონაცემი იქნება, კარგი შედეგი იქნება და შემდეგ უფრო გავააქტიურებთ, ესაა ჩვენი მოლოდინები,“- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები