ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ავტომობილი 3 ადამიანს დაეჯახა

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე მდგომ სამ ადამიანს დაეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი თემები