,,უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, თუნდაც დასავლური იარაღის მიწოდება შეწყდეს”- დმიტრო კულება

„თუ იარაღს არ მივიღებთ, მაშინ ნიჩბებით ვიბრძოლებთ, მაგრამ თავს დავიცავთ, რადგან ეს არი ომი ჩვენი გადარჩენისთვის“,- ამის შესახებ უკრაინის  საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ  განაცხადა.

კულებას განცხადებით, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას მაშინაც გააგრძელებს, თუ დასავლეთი იარაღის მიწოდებას შეწტყვეტს.

,,უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, თუნდაც დასავლური იარაღის მიწოდება შეწყდეს. რაც მალე მივიღებთ იარაღს, მით უფრო დიდი იქნება ჩვენთვის ეს დახმარება. თუ იარაღს მოგვიანებით გამოგვიგზავნიან, ჩვენ მაინც ვიტყვით „გმადლობთ“, მაგრამ მაშინ ბევრი დრო დაიკარგება, ბევრი ადამიანი დაიღუპება“,- განაცხადა კულებამ.

მსგავსი თემები