„ჩვენ ვართ შეშფოთებული ბოლოდროინდელი უარყოფითი ცვლილებებით კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროში”- სვენ მიქსერი

რეზოლუცია, რომელსაც 9 ივნისს ვუყრით კენჭს, არის საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, ამ ფრონტზე მართლაც ბევრი მიზეზია კრიტიკისთვის, – ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, შეშფოთებას იწვევს, ბოლოდროინდელი უარყოფითი ცვლილებებით კანონის უზენაესობისა და ზოგადად დემოკრატიის სფეროში.

„ჩვენ ყველა ლეგიტიმურად ვართ შეშფოთებული ბოლოდროინდელი უარყოფითი ცვლილებებით კანონის უზენაესობისა და ზოგადად დემოკრატიის სფეროში. საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქცევა გულწრფელად იმედის გამაცრუებელია. ვფიქრობ, ასეთ ვითარებაში ჩვენ უნდა მივიღოთ უფრო გადამწყვეტი და მომთხოვნი პოზიცია ქართველ მმართველებთან კომუნიკაციაში, რათა მათ რეალურად ესმოდეთ, რომ სწორედ მათ უნდა მიიტანონ ქართველ ხალხამდე ევროპული მისწრაფება. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკის ცვლილება ჩვენი სახელით, დაფუძნებული უნდა იყოს ყოვლისმომცველ და კარგად გააზრებულ სტრატეგიაზე. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა ჩვენგანს, ფრთხილად გააანალიზონ პოტენციური შედეგები და დაგეგმონ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, რომ ჩვენი კეთილი ზრახვებით გადადგმულმა ნაბიჯებმა ძირი არ გამოუთხაროს ქართველი ხალხის მისწრაფებას ან ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა.

მსგავსი თემები