„მედიის დევნა საქართველოს ამბიციებისგან აშორებს“ – ევროპარლამენტარი

 

მედიის დევნისა და უფლებების შელახვისთვის საქართველოს ხელისუფლებას კიდევე რთი ევროპარლამენტარი აკრიტიკებს, როგორც პეტრას აუცტრევიჩიუსი აცხადებს, ამბიციას, რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, საქართველოს მედიიის მიმართ დამოკიდებულება და დევნა აშორებს.

„ევროკავშირი, როგორც ფუნდამენტური თავისუფლების დამცველი იცავს და დაიცავს მედიის თავისუფლებას საქართველოში, მაშინაც კი თუ ამისთვის ხელისუფლებაში მყოფი პირების ღიად გაკრიტიკებაა საჭირო. თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის განუყოფელი ნაწილია” – აღნიშნა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა საქართველოს საკითხის განხილვისას.

მისი შეფასებით, მთავარია მოხდეს რეალური ცვლილება.

„კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გაჩუმება, ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის შეზღუდვა, მათ მიმართ ღია მუქარა და სამართლებრივი დევნა საქართველოს ამ ამბიციებისგან აშორებს. მედიის საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევის ადგილი არ არის. ჩვენ ვითხოვთ ცვლილებას, სახელმწიფო პოლიტიკასა და დამოკიდებულებაში. დროა, თბილისმა გააცნობიეროს, რა საშიშროების წინაშე დგას ქვეყნის მომავალი“,- აღნიშნა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.

 

მსგავსი თემები