,,სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოიწვიოს საქართველო ევროკავშირში, ეს რომ არ მოხდეს, ხელსაყრელი იქნება პუტინისთვის“- ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარმა რიჩარდ ჩარნეცკიმ ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე განაცხადა, რომ თუ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებენ, ეს ხელსაყრელი მხოლოდ პუტინისთვის იქნება. მისი თქმით, , საქართველო იმსახურებს ადგილს ევროკავშირში.

„ჩვენ ვიცით, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი დაესხა თავს 2008 წელს. პეკინის ოლიმპიური თამაშების დროს. მიუხედავად იმისა, რას ვფიქრობ მიმდინარე ხელისუფლებაზე, საქართველო იმსახურებს ადგილს ჩვენს პოლიტიკურ ოჯახში, რომელიც არის ევროკავშირი. ჩვენმა შემდეგმა სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოიწვიოს როგორც საქართველო, ასევე, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, როგორც კანდიდატი ქვეყნები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნებმა დაიმსახურეს ეს. ეს რომ არ მოხდეს, ეს იქნება ძალიან ხელსაყრელი პრეზიდენტ პუტინისთვის“, – განაცხადა ჩარნეცკიმ.

მსგავსი თემები