ნატო ბალტიის ზღვაში წვრთნებს ატარებს

ნატო-მ შვედეთან და ფინეთთან ერთად, ბალტიის ზღვაში ორკვირიანი საზღვაო წვრთნები დაიწყო. წვრთნებში 7000-ზე მეტი მეზღვაური, საჰაერო ძალების წარმომადგენელი და 16 ქვეყნიდან საზღვაო ქვეითი მონაწილეობს.

BALTOPS 22-ის საზღვაო წვრთნებში 45 ხომალდი და 75 თვითმფრინავი მონაწილეობს. აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსანის განცხადებით, ნატო-სთვის  მნიშვნელოვანია შვედეთის და ფინეთის მთავრობების მხარდაჭერა.

„ჩვენთვის, შეერთებული შტატებისთვის და ნატო-ს სხვა ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია ამ წვრთნებში სოლიდარობა გამოვხატოთ როგორც ფინეთთან, ასევე შვედეთთან“, – განაცხადა მარკ მილიმ.

მსგავსი თემები