ერთ დღე-ღამეში 10 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 435 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 258 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 132 შემთხვევა, აჭარა – 7, იმერეთი – 35, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 16, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 19, კახეთი -16, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 257, საიდანაც: 1 723 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  735, აჭარაში – 192, იმერეთში – 404. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 344 პირი, მათ შორის, თბილისში – 117, აჭარაში – 39, იმერეთში – 114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 96 პირი, მათგან თბილისში – 61, აჭარაში- 9, იმერეთში – 9. 231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 126 – თბილისში, 90 – აჭარაში, 14 – იმერეთში. 1 303 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

მსგავსი თემები