,,ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება აბსოლუტურად რეალურია, თუ ქართული ოცნება იმ სამუშაოს გასწევს, რაც ჩვენ გავწიეთ”- გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებელი” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა შეადგინეს ერთობლივი რეზოლუცია, რომელიც  საქართველოსთვის, უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხება.

რეზოლუცია დაამტკიცა და მხარი დაუჭირა ,,ალდემ”.

,,საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება აბსოლუტურად რეალურია და შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება, რეალურად იმ სამუშაოს გასწევს, რაც მაგალითად ჩვენ გავწიეთ “ალდეს” წევრებთან მიმართებაში. მეორე, მნიშვნელოვანი საკითხი, პასუხი თუ რას აკეთებს ოპოზიცია, ოპოზიცია დადის ევროპაში, მუშაობს ევროპელ კოლეგებთან იმისათვის რომ საქართველომ მიიღოს სრული მხარდაჭერა ამ ისტორიული შესაძლებლობის დროს, იმიტომ რომ ამ ისტორიული შანსის გაშვების პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრება ყველა პოლიტიკურ ძალასა და საქართველოს მოქალაქეს. და მესამე, მთავარი კითხვა ქართულ ოცნებასთან, ისინი რას აკეთებენ, ვის ემუშავებიან, სად არის ის კონკრეტული შედეგები, რომლებიც იქმნება მათი მუშაობის შედეგად”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რეზოლუცია ,,სტრატეგია აღმაშენებელმა”, ,,რესპუბლიკური პარტიამ”, ,,თავისუფალი დემოკრატებმა”, ,,გირჩი – მეტი თავისუფლებამ” და ,,ლელომ” მიიღეს.

მსგავსი თემები