რუსეთის აგრესიას უკრაინაში 261 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურორის ინფრომაციით, რუსეთის აგრესიას უკრაინაში 261 ბავშვი ემსხვერპლა, 460-ზე მეტი ბავშვი კი დაშავდა.

ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში – 184, კიევის ოლქში -116, ხარკოვის ოლქში – 112, ჩერნიგოვის ოლქში -68, ლუგანსკის ოლქში- 52, ხერსონის ოლქში -52, მიკოლაევის ოლქში -47, ზაპოროჟიეს ოლქში -29, სუმის ოლქში -17, დედაქალაქ კიევში -16 და ჟიტომირის ოლქში 15 ბავშვი დაზარალდა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთში იძულებით გადაყვანილ უკრაინელებს შორის 200 000 ბავშვია.

მსგავსი თემები