„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა მალე დაგაბრუნოთ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განაცხადებით,  რუსეთში იძულებით გადაყვანილ უკრაინელებს შორის 200 000 ბავშვია. ზელენსკი ბავშვებს მიმართავს და მათ სამშობლოში დაბრუნებას პირდება.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა მალე დაგაბრუნოთ, დაგაბრუნოთ არა როგორც ზრდასრულები, არამედ – როგორც ბავშვები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ააშენოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მომავალი, რადგან თქვენ ჩვენი მშვენიერი მომავალი ხართ, რომლისთვისაც დღეს ყველა ვიბრძვით. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დაგიბრუნოთ, მაგრამ თქვენი დაბრუნება უსაფრთხო უკრაინაში მინდა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები