,,სააკაშვილმა უნდა გააგრძელოს ციხეში კანონმდებლობის შესაბამისად სასჯელის მოხდა”- ალუდა ღუდუშაური

,,ყოველგვარი მცდელობა, რომ არაჟნებთან ერთად შემოპარული კრიმინალი სააკაშვილი ქვეყნიდან გააპარონ და გაიყვანონ, იქნება ფუჭად ჩავლილი”,- ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილს კანონმდებლობის შესაბამისად სასჯელის მოხდა მოუწევს და ამას უნდა შეეგუოს.

,,ყოველგვარი მცდელობა, რომ არაჟნებთან ერთად შემოპარული კრიმინალი სააკაშვილი ქვეყნიდან გააპარონ და გაიყვანონ, იქნება ფუჭად ჩავლილი. ამიტომ ამისთვის დროს და ენერგიას ფუჭად ხარჯავენ. მათ რაც უნდა გააკეთონ, ეს არის, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილს უთხრან, გააგრძელოს ყველანაირი საკვების მიღება და დაემორჩილოს კანონმდებლობას, მისთვისვე იქნება უკეთესი. ამიტომ ნებისმიერი მიკერძოებული პირის, “ემპათია” იქნება თუ სხვა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ასე ვერ დაიძლევა კანონმდებლობის მოთხოვნა, შესაბამისად, სააკაშვილს მოუწევს იმდენი წლით ქართულ ციხეში ყოფნა, რამდენიც აქვს მისჯილი. როგორიც არ უნდა იყოს და ვისი დასკვნაც არ უნდა იყოს, ქვეყანაში არსებობს კანონმდებლობა და ჯანდაცვის სისტემა.

საზოგადოებას შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ, კარგად ახსოვს ქართველ ხალხს ციხეებში დატრიალებული “ბართლომეს ღამეები”, როგორ უწყობდნენ მოსახლეობას ჯოჯოხეთს. შავ შოკოლადს მიირთმევს, ბანანს თუ ჩაქაფულთან აქვს განზიდვა, ამით ქართული საზოგადოება დაიღალა. სააკაშვილმა უნდა გააგრძელოს ციხეში კანონმდებლობის შესაბამისად სასჯელის მოხდა. ამიტომ სხვაგვარი დამოკიდებულება აქ ვერ და არ იქნება. სააკაშვილს მოუწევს შეგუება, რომ ქართული მართლმსაჯულება აღსრულდა მის თავზე, ეს არის სამართლიანი, ობიექტური რეალობა,რაც მალე შეეგუებიან ამას, უკეთესი იქნება მისთვის და ოჯახისთვის,”- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები