რუსეთმა ოდესას დაარტყა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთმა ამჯერად იერიში საპორტო ქალაქ ოდესაზე მიიტანა. ოდესის საკრებულოს პრესსამსახური ტელეგრამ არხზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოდესაზე იერიში კამიკაძე, უპილოტო თვითმფრინავებით განხორციელდა

„მტერმა ქალაქის ცენტრში ადმინისტრაციულ შენობას სამჯერ დაარტყა. სამაშველო და ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები გრძელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსხვერპლის შესახებ, ამ ეტაპისთვის, ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

მსგავსი თემები