აშშ უკრაინას შორ რადიუსზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს არ გაუგზავნის

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის განცხადდებით, კიევისთვის სარაკეტო სისტემების გადაცემის საკითხს ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ განიხილავს, მაგრამ ვაშინგტონი უკრაინას შორ რადიუსზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს არ გაუგზავნის.

„უპირველეს ყოვლისა, გეტყვით, რომ სისტემების საკითხი ჯერ კიდევ განხილვის საგანია; მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენ არ გავგზავნით შორ რადიუსზე მოქმედ რაკეტებს, ბრძოლის ველს მიღმა გამოყენებისთვის. ახლა რაიმე სპეციფიკური დეტალის თქმა არ შემიძლია“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის ისეთი სარაკეტო სისტემების მიწოდებას, რომელსაც რუსეთამდე მიღწევა შეუძლია.

 

მსგავსი თემები