ბრიტანეთის პარლამენტმა ბორის ჯონსონს შესაძლოა უნდობლობა გამოუცხადოს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა შესაძლოა, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს უნდობლობა გამოუცხადოს. გავრცელებული ინფორმაციით,პრემიერს „კონსერვატიული პარტიის“ 41 წევრი უცხადებს უნდობლობას, მათგან 28 პრემიერის დაუყონებლივ გადადგომას ითხოვს.

უნდობლობის გამოცხადების მიზეზი წვეულებასთან დაკავშირებული სკანდალია.  საუბარია პრემიერმინისტრის რეზიდენციაში 2020 წელს კოვიდრეგულაციების დარღვევით გამართულ წვეულებებზე. გამოძიების თანახმად, რომელიც პოლიციამ რამდენიმე თვის წინ დაასრულა, 83 პირზე 126 ჯარიმა გამოწერა. ჯარიმა შეეხო ჯონსონს და მის მეუღლესაც.

ბორის ჯონსონმა საზოგადოებას ბოდიში უკვე მოუხადა.

მსგავსი თემები