აშშ რუსეთისთვის სანქციების მოხსნას არ აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატები, სასურსათო პროდუქციის ექსპორტის განხორციელებისთვის, რუსეთისთვის სანქციების მოხსნას არ აპირებს. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით,  რუსეთის წინააღმდეგ შტატებისა და მისი პარტნიორების მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები,  უკრაინული და რუსული პროდუქციის ექსპორტს ხელს არ უშლის.

თეთრი სახლის პრესპიკერის განმარტებით, რუსეთი თავად ბლოკავს უკრაინული აგრო პროდუქტის ექსპორტს და ამით მსოფლიოს მასობრივი შიმშილის წინაშე აყენებს.

 

მსგავსი თემები