,,თავისი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად მზად არის ყველაფერი გაწიროს – ადამიანები, ქალაქები, ეკონომიკა“- დიმიტრი მედვედევი ზელენსკიზე

,,პირობები, რომლებსაც ზელენსკი აყენებს დაზავებისთვის, იდიოტიზმამდე კატეგორიულია და პრინციპში შეუსრულებელი, – აღნიშნულ კომენტარს, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აკეთებს.

მედვედევის თქმით, ზელენსკი მოითხოვს დაკავებული ტერიტორიების დეოკუპაციას, რაც მისივე თქმით, ვერ შესულდება.

„ულტიმატუმები ლამაზად მხოლოდ ქაღალდზე ჟღერს. დიახ, და ისინი, როგორც წესი, მოწოდებულია ხოლმე სიძლიერის პოზიციიდან და არა აშკარა სისუსტით. გამარჯვების მომენტში და არა დამარცხების დროს, ფხიზელ თავზე და არა ფსიქოტროპული საშუალებების ქვეშ”, – განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, ზელენსკი მზადაა ამბიციების დასაკმაყოფილებლად უკრაინის მოქალაქეები გაწიროს.

,,მისი ქცევები და განცხადებები ადასტურებს, რომ თავისი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად მზად არის ყველაფერი გაწიროს – ადამიანები, ქალაქები, ეკონომიკა“ , – განაცხადა მედვედევმა.

მსგავსი თემები