ბელარუსი უკრაინის საზღვრებთან ახალ ოპერატიულ სამხედრო სამეთაურო პუნქტს ქმნის

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსი უკრაინის საზღვრებთან ახალ ოპერატიულ სამხედრო სამეთაურო პუნქტს ქმნის. ლუკაშენკომ გასცა განკარგულება, რომ სამეთაურო პუნქტის შექმნამდე უკრაინის საზღვართან ახალი სამხედრო შენაერთები გაიგზავნოს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების განმარტებით, ბელარუსმა ოპერატიულ-ტაქტიკური ფრთოსანი რაკეტები „ისკანდერები“ გადაისროლა ბრესტის ოლქის, ლუნინეცის რაიონში.

„არ არის გამორიცხული, რომ ეს ტექნიკა ჩაერთოს უკრაინის დასავლეთ ნაწილში სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმებში“, – აღნიშნეს უკრაინის გენშტაბში.

 

მსგავსი თემები