მიკოლაევში, მანქანებში დასახიჩრებული ცხედრები აღმოაჩინეს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, მიკოლაევის ოლქში აღმოაჩინეს რამდენიმე ავტომანქანა, რომელიც დასახიჩრებული და დახვრეტილი ადამიანების ცხედრებით იყო სავსე.

„შესაბამისმა ქვედანაყოფებმა აღმოაჩინეს რამდენიმე სამოქალაქო მანქანა, სადაც არის დასახიჩრებული და დახვრეტილი ადამიანების ცხედრებით. დიდი ალბათობით მანქანები დანაღმულ ტერიტორიაზე შეიტყუეს. როდესაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ევაკუაცია სცადა, ოკუპანტებმა ჯერ მათ აჩვენეს გზა დანაღმული ტერიტორიის გავლით, ვინც აფეთქებას გადაურჩა,  დახვრიტეს. ცხედრებს შორის ორი ბავშვია“ – ასეთია უკრაინული მხარის ინფორმაცია.

ტერიტორიების შესწავლა კიდევ გრძელდება.

 

მსგავსი თემები