უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთმა 1,4 მილიონი უკრაინელი წაიყვანა

უკრაინის სახალხო დამცველის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 1,4 მილიონი უკრაინელი გადაიყვანეს. ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, უკრაინულ მხარეს ინფორმაცია არ აქვს მათი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ.

რუსული მხარეც ადასტურებს, რომ უკრაინიდან რუსეთში დაახლოებით მილიონი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ეს არის რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაცია. სერგეი ლავროვი აღნიშნულ ფაქტს ევაკუაციას უწოდებს.

 

მსგავსი თემები