,,ომს მოჰყვება შიმშილი და ავადმყოფობა”- ჯანმო-ს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი მსოფლიოში შიმშილსა და ავადმყოფობას გამოიწვევს.

მისივე  ცნობით, მსოფლიო მძიმე გამოწვევების წინაშე დგას, რომლებიც ჯერ კორონავირუსის პანდემიამ, შემდეგ კი ომმა უფრო დაამძიმა.

„COVID-19-ის პანდემიას არ გამოუწვევია ომი უკრაინაში და არც ომმა გამოიწვია პანდემია, მაგრამ ისინი ახლა ერთმანეთშია გადახლართული. დღეს მსოფლიო ჯანდაცვა უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას. კოვიდპანდემიის შემდეგ, ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა ომმა უკრაინაში. იქ, სადაც არის ომი, მას მოჰყვება შიმშილი და ავადმყოფობა. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ამ მასშტაბის კრიზისების დასაძლევად, ჩვენ უნდა ავირჩიოთ მშვიდობა და ჯანმრთელობა“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მსგავსი თემები