ომის დაწყებიდან დღემდე 14 მილიონზე მეტი უკრაინელი გახდა დევნილი

გაეროს ინფორმაციით, მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 100 მილიონს. ანგარიშის მიხედვით, ამგვარი ზრდის ერთ-ერთი მიზეზი  რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი გახდა.

გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ცნობით, ადამიანები იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყნები სამხედრო და სამოქალაქო კონფლიქტების, დევნის, ადამიანის უფლებების დარღვევის ან სხვა მსგავსი მიზეზის გამო.

გაერო-ს ექსპერტების განცხადებით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 14 მილიონზე მეტი უკრაინელი გახდა დევნილი. მათგან დაახლოებით ექვსმა მილიონმა ქვეყანა დატოვა, ხოლო რვა მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობა აღემატება მსოფლიო მოსახლეობის ერთ პროცენტს.

მსგავსი თემები