,,სააკაშვილი ცდილობს, მისთვის რეკომენდებული მკურნალობის შესრულებას ხელი შეუშალოს”-მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნა უსაფუძვლოა. სარჯველაძის თქმით, ოპოზიციის მიზანი მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის თავიდან არიდებაა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შესწავლა და რელევანტური მკურნალობის დანიშვნა სჭირდება.

„როგორც ჩანს, პრობლემა სხვა რაღაცაშია და ეს სხვა რაღაცაა ის, რომ სააკაშვილი ცდილობს, მისთვის რეკომენდებული მკურნალობის შესრულებას ხელი შეუშალოს. „ვივამედში“ გადაყვანის მიუხედავად, როცა საკითხი მაინც რჩება აქტუალური უცხოეთში გაყვანაზე, ეს ცალსახად მოწმობს იმას, რომ მათი მიზანია არა მისი ჯანმრთელობისთვის რაღაც საფრთხეების არიდება, არამედ მიზანია – მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლა. თავდებობის მოთხოვნა კი, სამართლებრივად არასწორია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მსგავსი თემები