13 ქალაქის ავტოპარკი ტყის ახალი სახანძრო მანქანებით შეივსო

ტყის ხანძრებთან ბრძოლის გასაუმჯობესებმად, ქვეყნის 13 ქალაქს ახალი სახანძრო მანქანები გადასცეს. ახალი  მანქანების უპირატესობა რთულ რელიეფურ პირობებში გადაადგილებაა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტყის ხანძრების რისკს. მათი მეშვეობით უკვე რამდენჯერმე განხორციელდა ტყის ხანძრების ლიკვიდაცია და მეხანძრეებმა მისი ფართო მასშტაბზე გავრცელება აღკვეთეს.

ტყის ახალი სახანძრო მანქანები, რეგიონების სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლებს დღეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა გადასცა.

ახალი მანქანები 13 ქალაქის ავტოპარკს შეავსებს. კერძოდ, სახანძრო მანქანები გადაეცა: აბასთუმანს, ბორჯომს, ახმეტას, თელავს, თეთრიწყაროს, დუშეთს, კასპს, ხარაგაულს, ლენტეხს, ონს, მესტიას, ჩოხატაურსა და ხულოს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, უახლოს მომავალში საქართველოში დამატებით 7 ახალი ტყის სახანძრო მანქანა შემოვა, რომლებიც შემდეგ ქალაქებს გადაეცემა: დმანისს, თიანეთს, ხაშურს, ადიგენს, ბაკურიანს, ქედასა და შუახევს.

ახალი სახანძრო მანქანები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტენდერით მიმდინარე წლის ზაფხულში შეიძინა. მისი საერთო ღირებულება 10 მილიონი ლარია.

 

მსგავსი თემები