12 მაისს ქართული ეკლესია ანდრია პირველწოდებულისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობას აღნიშნავს

ქართული ეკლესია დღეს, ანდრია პირველწოდებულის და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულებთან დაკავშირებით მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.

ღვთის მსახურება დილის 10:00 საათიდან მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში   ჩატარდება .

საქართველოში ქრისტიანობის თავდაპირველად შემოტანას სწორედ ანდრია მოციქულს უკავშირებენ. ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე ქვეყანაში  მეოთხე წელია აღნიშნება.

მსგავსი თემები