,,დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობა ყოველდღე იზრდება”- სვიატოსლავ პალამარი

„აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში მდგომარეობა კრიტიკულია: სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად საჭირო საშუალებების არარსებობის გამო, ჩვენი ჯარისკაცები იღუპებიან,”- აღნიშნულ ინფორმაციას, ,,აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი  ავრცელებს.

სვიატოსლავ პალამარმას განცხადებით, დაღუპულთა  და დაჭრილთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

„დაღუპულთა რაოდენობას არ ვაცხადებ. დამიჯერეთ, საუბარია ასობით უკრაინელ ჯარისკაცზე. დაჭრილია 600-მდე ადამიანი, მაგრამ ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ისევე როგორც დაღუპულების რაოდენობა“, – აღნიშნა პალამარმა.

პალამარა აღნიშნავს, რომ ნანგრევებიდან ცხედრების ამოყვანა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

„ჩვენ არც კი ვიცით ზუსტად რამდენი სამხედროს ცხედრის ამოღება ვერ მოვახერხეთ ამ ნანგრევებიდან. მიმაჩნია, რომ რუსულ მხარესაც სჭირდება დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების შეგროვება. ეს მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას და ორივე მხარის შეთანხმებას დაღუპულთა ცხედრების შეგროვებაზე. გარეთ უკვე თბილა. სხეულები იწყებენ გახრწნას და ყველაფრის მოწამვლას“, – განაცხადა  პოლკის მეთაურის მოადგილემ.

ამასთან, პალამარი მიიჩნევს, რომ რუსეთმა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაციის შემდეგ, შესაძლოა თავდასხმები  გააძლიეროს.

მსგავსი თემები