არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი გახდა

ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის” ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ე.წ. არჩევნებში დამარცხდა. მან დამარცხება  აღიარა და ალან გაგლოევს გამარჯვება მიულოცა. აღნიშნულ ინფორმაციას “სპუტნიკი” ავრცელებს.

„ჩემთვის ხალხის არჩევანი ეჭვგარეშეა და ჩემს სიტყვას ვასრულებ, როგორც პრინციპში ყოველთვის. ვფიქრობ, რომ არჩევნები შედგა, ყველამ იცით შედეგი. ალან გაგლოევს ვუსურვებ წარმატებულ მუშაობას”, – აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.

ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა ბიბილოვმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც შეასრულა თავისი სამოქალაქო მოვალეობა და მათ, ვინც მას მხარი დაუჭირა.

მანამდე ე.წ. რესპუბლიკის “ცესკომ” კენჭისყრის წინასწარი შედეგები გამოაცხადა: “ბიულეტენების 18 პროცენტის დამუშავების შემდეგ ლიდერობს პარტია “ნიხასის” ლიდერი ალან გაგლოევი 59,2 პროცენტით. ბიბილოვს ხმა დამუშავებული ბიულეტენების მთლიანი რაოდენობის 37 პროცენტმა მისცა.”

მსგავსი თემები